სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.10.2019

    ხვალ, 18 ოქტომბერს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, მთაწმინდის რაიონში, ერისთავი-ხოშტარიას ქუჩა N23-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.

    აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 18 ოქტომბერს, 12:00 -დან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: მთაწმინდის რაიონში: ერისთავი-ხოშტარიას, ბელინსკის, ჭოველიძის, ნიკოლაძის და მიმდებარე ქუჩებს. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×