სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.10.2019

      საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შეწყალების საქმეზე საუბრობს. მინისტრმა მედიასთან ღიად თქვა, რომ "პრეზიდენტი რომ იყოს, აუცილებლად ესტუმრებოდა პროკურატურას".

    "მინისტრს, რიგით მოქალაქეს, დეპუტატს, ყველას, ვინც არის თანამდებობაზე დანიშნული თუ არჩეული, უნდა გვესმოდეს, რომ პროკურატურაში კითვებზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს დანაშაულის ჩადენას... მე არ გახლავართ პრეზიდენტი, რომ ვიყო, აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას. ყველას უნდა გვესმოდეს - მინისტრს, რიგით მოქალაქეს, დეპუტატს, ყველას, ვინც არის თანამდებობაზე დანიშნული თუ არჩეული, რომ პროკურატურაში კითვებზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს დანაშაულის ჩადენას. როდესაც გამომძიებელს, გამომძიებელ პროკურორს აქვს კითხვები, ჩვენი ვალია, ასეთია ჩვენი კანონმდებლობა, რომ ამ კითხვებს გავცეთ პასუხი, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი, როგორც იუსიტიციის მინისტრის, პოზიციაა და იმედი მაქვს, ძალიან ბევრი მოქალაქე ამ ქვეყანაში ამ პოზიციას იზიარებს" - თქვა მან.

    მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი შეიწყალა.

    20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შეწყალების სკანდალზე გამოძიება დაიწყყო.

    წყარო: ნიუპოსტი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (17.10.2019)
    ღმერთო ჩემო, რა დ ა ა შ ა ვ ა პრეზიდენტმა, პროკურატურაში მისასვლელი? ჰქონდა უფლება უ პ ი რ ო ბ ო შეწყალებისა და შ ე ი წ ყ ა ლა! მორალურად ხინჯიანია ეს შეწყალება, თორემ იურიდიულად პრეზიდენტს ჩრდილი არ ადგება. დ ა მ ნ ა შ ა ვ ე ა პარლამენტი, რომელმაც არ შეზღუდა შესაწყალებელთა სიაში მოხვედრის კრიტერიუმები, ჰოდა, პარლამენტმა ზღოს ჩადენილი უ ზ უ ს ტ ო ბ ა -მიიღოს კანონი და დაემორჩილება პრეზიდენტიც მისთვის გაწერილ წესებს. თეა წულუკიანი არ განსაზღვრავს პრეზიდენტის გადაადგილების მარშრუტს და საჭიროებებს, არ ეშლება ეს ევროპაში გაზრდილ ს ა ლ ო მ ე ს, ყველამ მოუაროს თავის კომპეტენციას. პროკურორი იქით უნდა ეახლოს პრეზიდენტს და დიდის მოკრძალებით გ ა ე ს ა უ ბ რ ო ს! პატივი უნდა ვცეთ რეგალიებს, ხელწამოსაკრავი სახელმწიფო ხომ არ გვაქვს!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×