რეზონანსი
17.10.2019

  სოციალურ მედიაში პროვოცირების მიზნით შექმნილია ყალბი გვერდები - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში თურქეთის საელჩო ავრცელებს.

„თურქეთის რეპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის ბატონ ჰულუსი აქარის სახელით გახსნილია ყალბი ფეისბუქ გვერდები, სადაც პროვოცირების მიზნით ვრცელდება მცდარი ინფორმაცია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების, თურქეთის საზღვრებში მოქცევის შესახებ.

ამ დრომდე დადასტურებულად ყალბი ფეისბუქ გვერდებია:

https://www.facebook.com/2144174372520811/posts/2454256784845900/

https://www.facebook.com/2144174372520811/posts/2452875028317409/

გთხოვთ არ მიიღოთ სარწმუნოდ, ყალბი გვერდები, ან პროვოკაციული პოსტები და დაეყრდნოთ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეროვნული თავდაცვის სამინისტროსა და საელჩოს მიერ სოციალური მედიით გავრცელებულ ინფორმაციას", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×