რეზონანსი
17.10.2019

  თბილისის საქალაქო სასამართლოში მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიებად სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

15 წლის გიორგი ფალელაშვილი რამდენიმე დღის წინ გლდანში უცნობმა მამაკაცმა დაჭრა. მოზარდს ჭრილობები მუცლის ღრუში ჰქონდა მიყენებული, რის შედეგადაც დაზიანება პანკრეასისა და კუჭის არეში აქვს მიღებული.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19/109 მუხ­ლით და­ი­წყო, რაც არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ახლობლების თქმით, ბიჭი რესტორნიდან გამოსულმა უცნობმა მამაკაცმა დაჭრა.

წყარო: ნიუპოსტი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×