რეზონანსი
17.10.2019

  მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს ცნობილი პლასტიკური ქირურგის, ივა კუზანოვის კუთვნილი აგარაკის გაქურდვის საქმეს განიხილავდნენ.

როგორც „პრაიმტაიმმა" გაარკვია, ფაქტი გასული წლის 11 ნოემბერს მოხდა. მცხეთის რაიონის სოფელ ნავდარაანთკარში მდებარე კუზანოვების აგარაკიდან ახალგაზრდა მამაკაცმა ტელევიზორი მოიპარა. საქმის არსებითი განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს, თუმცა ირკვევა, რომ დაზარალებულ მხარეს პრეტენზია არ გააჩნია და ბრალდებულმა ზარალი უკვე აანაზღაურა. ბრალდებულის ბინის ჩხრეკისას მოპარული „სამსუნგის" ფირმის ტელევიზორი ამოიღეს.

კუზანოვების აგარაკის გაქურდვაში ბრალდებული მოქალაქე ლევან ჯიქური გახლავთ, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი 20-21 ივნისის მოვლენების დროს გახდა. ის აქციის დროს ძალადობის ბრალდებით დაკავებულ პირებს შორის აღმოჩნდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ ბრალი პოლიციის წინააღმდეგობის მუხლზე გადაუკვალიფიცირეს და სასამართლო დარბაზიდან გირაოთი გაათავისუფლეს.

ის 3000-ლარიანი გირაოთი არის გათავისუფლებული კუზანოვების აგარაკის ქურდობის საქმეზეც.

სასამართლოში ცნობილი გახდა ისიც, რომ ლევან ჯიქური წარსულში ყაჩაღობის, სხვისი ნივთის დაზიანებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებითაც იყო გასამართლებული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×