სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.10.2019

     (რეზონანსი) საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო დაცვა აღარ დაიცვას.

    როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ამ ქმედებით პრეზიდენტის სტატუსის შესუსტებას ცდილობენ.

    „ეს არის ინსტიტუტებზე შურისძიება, აქ არ არის მარგველაშვილზე საუბარი, მარტო ეს საკითხი არ არის, აქ ყოფილი პრეზიდენტი არავინ არ არის, საერთოდ პრეზიდენტი არავინ არ არის, საერთოდ პრეზიდენტის ინსტიტუტი არავინ არ არის. არც პრემიერ-მინისტრი არ არის არავინ. ამის იდეოლოგიზაცია ხდება. ვეთანხმები ბატონ ყოფილ თავმჯდომარეს, რომ მე ნამდვილად არაფერი მემუქრება. მე მხოლოდ პოზიტივს ვხედავ საზოგადოებიდან. არ მგონია, რომ ასეთივე პოზიტივი ჰქონდეს ბევრ მათთაგანს, როცა ბაზრობაზე, მაღაზიაში თუ სადმე კაფეში შევა. მაგრამ აქ ამაზე არ არის საუბარი, აქ სტატუსზეა ლაპარაკი, რომ შესუსტდეს სტატუსი", - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი „მთავარ არხთან".

    გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო დაცვა 16 დეკემბრიდან მოეხსნება. როგორც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში განაცხადეს, მოცემულ ეტაპზე არ იკვეთება რაიმე გარემოება, რის გამოც გიორგი მარგველაშვილისთვის სახელმწიფო დაცვის შენარჩუნება აუცილებელი იქნებოდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×