სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.10.2019

     (რეზონანსი) ცაგერის მუნიციპალიტეტში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქვეითად მოსიარულე ქალი დაშავდა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

    სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული მრავლობითი დაზიანებებით ცაგერის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

    როგორც "რეგიონულ კვირასთან" საუბარში მორიგე ექიმმა ირაკლი ტყემალაძემ განაცხადა, პაციენტი შეყვანილი იქნა მრავლობითი ტრავმებით და მას სათანადო პირველადი დახმარება გაეწია.

    "პაციენტს აღენიშნებოდა დიდი წვივის ტრავმა მუხლის მიდამოში, მრავლობითი ექსკორაციები, თავის ტვინის შერყევა. მას ჩაუტარდა პირველადი დახმარება, გაეწია კონსულტაცია. ასევე გამოძახებული იქნა ქირურგი. შემდგომი კვლევებისა და მკურნალობისათვის პაციენტი რეანიმობილით გადაყვანილი იქნა ქუთაისში. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა ირაკლი ტყემალაძემ "რეგიონულ კვირასთან".

    დაზარალებულის განცხადებით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×