სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.10.2019

     (რეზონანსი) ვიცოდი კვირიკაშვილი არაკაცობას არასდროს იკადრებდა, ამიტომ მქონდა მასთან კარგი ურთიერთობა, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „TV პირველის" ეთერში განაცხადა.

    გარდა ამისა ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის და კვირიკაშვილი რიგ საკითხებზე ერთმანეთს ეთანხმებოდნენ თუმცა ჰქონდათ განსხვავებული შეხედულებებიც.

    „გიორგი კვირიკაშვილთან მქონდა კარგი ურთიერთობა არა იმიტომ, რომ ჩემთვის სასარგებლო პოლიტიკას ატარებდა, იგი პარტიასთან ერთად თავის პოზიციაზე იყო და რიგ შემთხვევებში ვეთანხმებოდი რიგ შემთხვევებში არ ვეთანხმებოდი, მაგრამ ადამიანურად და კაცურად არ გაუწყვეტია კაცური საქციელი, და ძარღვი. ვიცოდი, რომ არაკაცობას ეს კაცი არ იკადრებს და ამიტომ მქონდა გიორგისთან კარგი ურთიერთობა და ეს მნიშვნელოვანია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×