რეზონანსი
17.10.2019

 (რეზონანსი) სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პატარა გოგონა ჩანს. საზოგადოების აღელვება იმ

ფაქტს მოჰყვა, რომ მათი დიდ ნაწილს მიაჩნია, გოგონას ასაკთან შეუსაბამო სამომსი აცვია, რაც შესაძლოა, პატარა გოგონასთვის საფრთხის შემცველი იყოს.

კითხვაზე: შეიცავს თუ არა აღნიშნული კადრები ბავშვთა უფლებების დარღვევის ან დანაშაულის ნიშნებს? შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ „გავრცელებული ინფორმაცია არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, თუმცა ცნობიერების ამაღლება მსგავსი ვიდეოების საფრთხეებთან და ბავშვის განვითარების რისკებთან დაკავშირებით საჭიროებს განზოგადებას და ხანგრძლივვადიან მულტიდისციპლინურ მუშაობას, რომელშიც ჩართული უნდა იყოს როგორც სახელმწიფო უწყებები, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ამ მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი გეგმავს ქეის-კონფერენციას შესაბამისი უწყებების ჩართულობითა და მონაწილეობით", - უთხრეს "პალიტრავიდეოს" შსს-ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×