რეზონანსი
17.10.2019

 (რეზონანსი) ოზურგეთის სოფლებს მგლები შემოესივნენ. მტაცებლები უკვე დასახლებულ პუნქტებში ჩამოდიან. მოსახლეობა მიყენებული ზარალის გარდა, სიცოცხლის საფრთხეზე საუბრობს.

როგორც "გურიის მოამბე"-ს უთხრეს, გუშინ საღამოს მტაცებელმა დაბა ნასაკირალში ანთაძეებს მეწველი ძროხა დაუგლიჯა და ეს დაბაში მომხდარი პირველი შემთხვევა არ არის.

„ცალკე ქურდობები, ცალკე მტაცებლები, მგონი სულ მასე მშივრები დავრჩებით. უკვე თვეებია ათობით ოჯახი არის დაზარალებული. ასობით საქონელის ნაწილი ორფეხა "მგელმა" წაგვართვა, ნაწილი ოთხფეხამ. გავმწარდით ხალხი. პოლიცია დაგვცინის, იმის ნაცვლად საქმე გამოიძიოს და გვატარებს ტყუილად ზევით-ქვევით", - აცხადებენ ნასაკირალელები.

ადგილობრივი მკვიდრი, ვახტანგ გორგაძე ამბობს, პირადად მას ორი სული საქონელი მოპარეს, ბოლო ორი თვის განმავლობაში კი, რაც მისთის გახდა ცნობილი, სულ 60-მდე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია დაკარგული.

"მართალია, ნადირიც შემოგვეჩვია, მაგრამ, თუ მისი დაგლეჯილია საქონელი ძვლებს და ნაწილებს მაინც ტოვებს. ჩმი ორი საქონელი ისე გაქრა, ვეძებეთ და კვალიც არსად ჩანს. ვიცი, რომ მოპარული და გაყიდულია"

გასულ კვირას ასევე მგლების მიერ დაგლეჯილი საქონელი იპოვეს სოფელ მზიანში. ამ მხრივ მძიმეა სიტუაცია ნატანებში, სილაურში და ბაილეთში.

"მტაცებლები უკვე დასახლებულ პუნქტებამდე ჩამოდიან. საფრთხეში ვართ ჩვენც, ჩვენი შვილებიც. საქონელს ვინ ჩივა. ჩვენც დაგგვლიჯავენ მალე", - ამბობენ სოფელ მზიანში.

გურიის მოამბე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×