სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.10.2019

     (რეზონანსი) თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დონალდ ტრამპის ოფიციალური წერილი "ნაგვის ურნაში მოისროლა". ამის შესახებ BBC საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

    აშშ-ს პრეზიდენტმა თურქ კოლეგას წერილი მას შემდეგ გაუგზავნა, რაც ტრამპმა სირიიდან ამერიკული ჯარის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

    პრეზიდენტი ტრამპი მოუწოდებდა ერდოღანს, არ დაეწყო სამხედრო ოპერაცია ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, თუმცა ერდოღანმა ეს თხოვნა არ გაითვალისწინა.

    ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მიღწევის მიზნით, აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი ამჟამად ანკარაში იმყოფება.

    "ირიაში თურქეთმა სამხედრო ოპერაცია 1 კვირის წინ დაიწყო. იგი ქურთ მებრძოლებს, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-ს მეკავშირეები იყვნენ, ტერორისტებად განიხილავს და სასაზღვრო ზოლიდან მათ განდევნას ისახავს მიზნად.

    თურქეთის მიერ წამოწყებულ საომარ მოქმედებებს უკვე ათობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. დაიღუპნენ როგორც თურქი სამხედროები, ასევე ქურთი მებრძოლებიც.

    წყარო: პრაიმტაიმი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×