სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.10.2019

     (რეზონანსი) აღაიანში საკუთარი 7 თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გოგონას სამედიცინო ექსპერტიზამ შეზღუდული შეურაცხადობა დაუდგინა. როგორც "რეგიონულ კვირას" გარდაცვლილი ბავშვის მამიდამ, ნონა დვალიშვილმა განუცხადა, გოგონას ფსიქიკური პრობლემების არაფერი ეტყობოდა, ვიღაც მფარველობს და ეს დასკვნა სასჯელის შემსუბუქებას ემსახურება.

    "ახლა გახდა ეს ინფორმაცია საჯარო, თორემ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოზე იყო წარმოდგენილი. შოკში ვართ მთელი ოჯახი, ჯერ იმით რომ სასჯელის მინიმუმი მიუსაჯეს და ახლა ნაწილობრივ შეურაცხადად გამოიყვანეს. მაგას სიგიჟის და შეურაცხადობის არაფერი ეტყობოდა. ჩვენი რძალი იყო და ამდენი ხნის მანძილზე შევატყობდი რამე ფსიქიკური პრობლემა რომ ჰქონოდა. ერთი დასკვნა გამოგვაქვს, ყველაფერი ეს ემსახურება იმას რომ ან სასჯელი კიდევ უფრო შეუმსუბუქონ ან საერთოდ გამოუშვან. აშკარად ვიღაც მფარველობს. მთელი ოჯახი გაგვანადგურა ამ გოგომ და კიდევ რამე გამამართლებელს უძებნიან?", - განაცხადა ნონა დვალიშვილმა.

    წყარო: რეგიონული კვირა

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    Salome   (19.10.2019)
    Xalxo rogor sheidzleba ese...adamianebi arxart?suli grdznoba da guli argaqvt?umkacresi zomebi unda iqnes.m.sh is mimart gamoyenebuli.es danashauki dausjeli arunda darches..sindisi rogor mogasvenebt saertod....mezizgebit mteli mtavroba tqveni paikebianad....


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×