სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.10.2019

     (რეზონანსი) პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედაგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის კრიტიკოსებს თხოვნით მიმართავს.

    მისი თქმით, კუბლაშვილი ადვოკატია და იმის გამო არ უნდა გააკრიტიკონ, რომ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ „ქართული ოცნების" დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის უფლებებს იცავს.

    "ბოლო დროს ხშირად მხვდება კომენტარებში კუბლაშვილის წინააღმდეგ მწვავე კრიტიკა მაჩალიკაშვილი საქმეზე, ამას მე და მარიამი გავარკვევთ. პირველ რიგში თუ ვინმე არის წინააღმდეგი ქალზე ძალადობის, ეს მე ვიქნები და მეორე, არც მას მივესალმები თუ უდანაშაულოდ მამაკაცის ღირსებას ეხებიან. რაც შეეხება მარიამ კუბლაშვილს და ჩემ საქმეს, ის ადვოკატია, მარიამმა ბევრი გაკეთა და აკეთებს მისი დედა და მე ბიძაშვილები ვართ, ადვოკატის საქმე კლიენტის დაცვაა, ყველა ნებისმიერი ადვოკატი ასე მოიქცევოდა, ის თავის კლიენტში დარწმუნებულია, ასე თუ ისე გაირკვევა ეს ამბავი, მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს, ვინც მე მცემთ პატივს, მაგ გოგოს ნუ გალანძღავთ, საკმარისია უკვე", - წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში.

    შეგახსენებთ, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გარდა, ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი საკრებულოს წევრს, ილია ჯიშკარიანსაც იცავს, რომელსაც ჯიშკარიანის თანამშღომელი თამთა თოდაძე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    Azrze modit   (18.10.2019)
    Yvela mosazgvre miwas gvartmevs radros choraobid da sxvis gancjis droa


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×