სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.10.2019

     (რეზონანსი) მუხიანში 23 ოჯახს ბინები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცათ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას facebook ვიდეოთი აცნობა.

    „დღეს ჩვენ 23 ოჯახს გადავეცით ფართი და უკვე ოფიციალურად დაუკანონდათ. დღეს მათ მივეცით უკვე ამონაწერები. მთავარი არის ის, რომ მათ სახეზე არის ღიმილი და გახარებულები არიან. რა თქმა უნდა, მათ აქვთ სხვა პრობლემებიც და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პრობლემებიც მოგვარებული იყოს.

    კიდევ არის დარჩენილი რამდენიმე ოჯახი, ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვთ. ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროგრამას მთელი ქალაქის მასშტაბით. მიმართეთ გამგეობებს, აგიხსნიან რა უნდა იმოქმედოთ და ჩვენ ყველას დავეხმარებით", - აღნიშნა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ია   (18.10.2019)
    ნეტა ჩვენი რიგი ოდესმე მოვაააა...?


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×