რეზონანსი
18.10.2019

 დეპუტატ გია ჟორჟოლიანის განცხადებით არ არის გამორიცხული, რომ ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური პოლიტიკაში ვიხილოთ. ოთხმეზური დღეს პარლამენტში იმყოფებოდა, თუმცა ამბობს, რომ დეპუტატ ჟორჟოლიანთან მისი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებაზე საუბარი არ ყოფილა.

კითხვაზე, უნდა გამოიკითხოს თუ არა პრეზიდენტი მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხზე, ოთხმეზური პასუხობს, რომ ეს „არ აინტერესებს“.

„დეპუტატ გია ჟორჟოლიანს შეწყალების საკითხზე არ შევხვედრივარ. შეწყალების საკითხზე კომენტარს არ ვაკეთებ. სალომე ზურაბიშვილთან ამ საკითხზე არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. მცდელობაც კი არ ყოფილა კომუნიკაციის“, - აღნიშნა ისტორიკოსმა.

გია ჟორჟოლიანის განცხადებით კი, არ არის გამორიცხული, რომ ოთხმეზური პოლიტიკაში ვიხილოთ.

"ჩვენ ვთანამშრომლობთ, ალბათ ერთად მივიღებთ მონაწილეობას 2020 წლის არჩევნებში. ყოველ დღე გვაქვს შეხვედრა. კონკრეტულად ვინ, რა, რომელ ადგილას, ეს ყველაფერი იქნება მერე"- თქვა ჟორჟოლიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×