სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.10.2019

     რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მცხოვრებმა 11 წლის გოგომ „facebook user“-ის სახელით სოციალურ ქსელში შეტყობინება მიიღო. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

    „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, წერილი გახმაურებულ ქსელურ სახიფათო თამაშს „ლურჯი ვეშაპს“ უკავშირდება. შეტყობინებებში გოგონამ ტექსტობრივი ფორმით სხვადასხვა სახის დავალებები მიიღო თუმცა მათ შესრულებაზე უარი განაცხადა. მოგვიანებით იგივე ანგარიშიდან უკვე ფოტოს სახით მიიღო დავალებები.

    ფაქტის შესახებ კი მშობელმა შემთხვევით გაიგო და საფრთხის თავიდან ასაცილებლად ინფორმაცია პოლიციას მიაწოდა. არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბავშვთან ფსიქოლოგი მუშაობს.

    წყარო: „ინფო რუსთავი“

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
    ჩაწერა სახელი
    maia   (19.10.2019)
    ვერ გამიგია 11 წლის ბავშვს რათ უნდა ფეისბიქი აი სად ვაშავებთ მშობლები

    მარი   (19.10.2019)
    მაია ასათიანის 18 ოქტომბრის გადაცემაში იყო ფსიქოლოგი და ილაპარაკა კარგად , მოუსმინეთ ვისაც გაინტერესებთ

    მარიამი   (19.10.2019)
    იქნებ ამ საკითხთან დაკავშირებით მოეწყოს გადაცემა.რათა ყველამ მოისმინოს.დავიცვათ შვილები

    სოფო   (19.10.2019)
    გთხოვ დაწვრილებით დაწეროთ როგორი შეტყობინებებია.რას ავალებე .თამაშობდა თუ არა მანამდე რაიმე ინტერნეთთამაშს. გთხოვთ სახალხო განხილვუს სახე მისცეთ, რომ ყელა ბავშვი და მშობელი ინფორმირებული იყვეს..


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×