რეზონანსი
19.10.2019

 (რეზონანსი) აზერბაიჯანის დედაქალაქში საპროტესტო აქციის 60 მონაწილე დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, 42 დაკავებული მალევე გაათავისუფლეს, დანარჩენების საქმეებს კი სასამართლო განიხილავს. დაკავებულთა შორის ოპოზიციის ლიდერი ალი კერიმლიც არის.

აზერბაიჯანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მიტინგის ჩატარების ნებართვა ერთ-ერთ სტადიონზე გასცა, თუმცა ოპოზიციამ კი აქციის ჩატარება ქალაქის ცენტრში გადაწყვიტა. 200-მდე ადამიანმა ქალაქის მთავარ მოედანზე შეჭრა სცადა, პოლიციამ მომიტინგეები სწორედ მაშინ დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×