სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.10.2019

     (რეზონანსი) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან, შიდა ქართლში დღეს გამართული შეხვედრების შეჯამებისას განაცხადა რომ ის რეგიონებში სტუმრობისას შეხვდება ყველა იმ ადამიანს, ვისზეც არის დამოკიდებული ცალკეული რეგიონის, სოფლის, ქალაქის და ქვეყნის განვითარება, წინსვლა და წარმატება.

    "განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ძალიან ემოციური და ამავე დროს, საქმიანი შეხვედრა იყო პედაგოგებთან. ძალიან ემოციური საყურებელია მათი შეფასებები, როდესაც განათლების სისტემიდან ღირსეულად ვაცილებთ ღვაწლმოსილ ადამიანებს, ჩვენს პედაგოგებს, რომლებიც ათეული წლები ემსახურებოდნენ მომავალი თაობის განათლებას. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, იზრუნოს ახალგაზრდობაზე, ბავშვებზე და ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე, პენსიონერებზე, რომლებიც წლები ამ ქვეყანას ემსახურებოდნენ. სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა, იმ სოციალურ დიდ ჯგუფებს, რომელიც წარმოადგენენ სახელმწიფოს სახეს, როგორებიც არიან პედაგოგები, მედიკოსები, სოფლის ექიმები, პოლიციელები, სამართალდამცავები, რომლებიც ქმნიან სახელმწიფოს ინფრასტრუქტურას, ქმნიან შესაძლებლობას, რომ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ ღირსეულად იცხოვროს, გაზარდოს შვილები, იშრომოს ქვეყნის და სახელმწიფოს წინსვლისთვის, ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენი ყურადღების ძირითადი კონცენტრაცია იქნება ამ მიმართულებით. ამიტომ, სადაც ჩავალთ, ყველგან შევხვდებით, პედაგოგებს, ექიმებს, პოლიციელებს, სპორტსმენებს და ფერმერებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ზაზა   (19.10.2019)
    ვიცი შენ არ გაგიცია დარბევის ბრძანება. მოგიწევს აღიარება როცა მოგაკითხავენ და ბორკილებს დაგადებენ


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×