სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.10.2019

     (რეზონანსი) შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, სამრეკლოს ქუჩაზე მაშველებმა ჭაში ჩავარდნილი მამაკაცი ამოიყვანეს.

    "შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, სამრეკლოს ქუჩაზე მამაკაცი ჭაში იყო ჩავარდნილი და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

    შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც მოქალაქე ჭიდან ამოიყვანეს.

    მამაკაცს აღენიშნებოდა მცირე დაზიანება თავის არეში. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებულს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინა", - აცხადებენ უწყებაში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×