სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.10.2019

     (რეზონანსი) სოფელ მთისუბანში ბაღის ასაკის სულ რამდენიმე ბავშვი ცხოვრობს. ბავშვებს ყოველდღე 4 კილომეტრის გავლა უწევთ ბაღამდე და უკან - სახლისკენ.

    მთისუბანი ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სოფელია, სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. ნანა შაინიძე ერთ-ერთი მათგანია. ნანას ორი შვილი ჰყავს - უფროსი გოგონა უკვე სკოლაში დადის, 4 წლის ნუგო კი ბაღში, მეზობელ სოფელში. დედა ამბობს, რომ მის შვილს ძალიან უჭირს შორ მანძილზე ფეხით სიარული. ბიჭს განსაკუთრებით უკანა გზაზე - ციცაბო აღმართში უჭირს ასვლა.

    ბავშვების მშობლები ფიქრობენ, რომ ბაღის გარეშე პატარები სათანადო განათლებას ვერ მიიღებენ, ამიტომ თავს არ ზოგავენ, რომ პატარებს სკოლამდელი განათლების შესაძლებლობა არ წაართვან.

    პატარების მშობლები ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას, ასევე აჭარის მთავრობას სთხოვენ, რომ გამონახონ რესურსი, რათა ბავშვების ბაღში ტრანსპორტირებისთვის მიკროავტობუსი გამოყონ.

    წყარო:ნეტგაზეთი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×