რეზონანსი
19.10.2019

 (რეზონანსი) 19 ოქტომბერს, მაროკოში მიმდინარე მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატში, ქართველმა ძიუდოისტმა, ილია სულამანიძემ 100 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ძიუდოისტი ფინალში იაპონელ კაზუნარი კამინაგის დაუპირისპირდა. ფინალამდე ილია სულამნიძემ ყველა შეხვედრაში იპონით გაიმარჯვა. მან სამხრეთ კორეელი ჯივუ შიმი 57 წამში, უნგრელი პეტერ არვაი 1 წუთსა და 21 წამში, დანიელი მათიას მედსენი 3 წუთსა და 5 წამში დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალური შეხვედრა რუს მატვეი კანიკოვსკის 1 წუთსა და 48 წამში მოუგო.

ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს. მოპოვებული მედლების რაოდენობით საქართველოს ძიუდოისტი ქალების და კაცების გაერთიანებული გუნდი მე-2 ადგილზეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×