სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.10.2019

     (რეზონანსი) დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, "რუხი მოლის" ტერიტორიაზე, გაიმართა "ხაჭაპურის ფესტივალი", რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სრულიად საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებმა. მათ ადგილზე გამოაცხვეს ტრადიციული ხაჭაპურები.

    ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებით, "ხაჭაპურის ფესტივალის" გამარჯვებული გახდა მეგრული ხაჭაპური, რომელიც გამოაცხო მარტვილელმა ქალბატონმა ბელა კუპრავამ.

    ფესტივალზე ხაჭაპურის გარდა მომზადდა ელარჯი და გებჟალია.

    მოქალაქეებს, რომლებიც დაესწრნენ ფესტივალს, შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ფესტივალზე წარმოდგენილი სხვა პროდუქტებიც".

    ხაჭაპურის ფესტივალს უძღვებოდნენ ნიკა წულუკიძე და მაია ღუბელაძე.

    წყარო: ზუგდიდელები

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×