რეზონანსი
19.10.2019

 (რეზონანსი) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან, მთაში, ქართველმა მესაზღვრეებმა მამაკაცი გარდაცვლილი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი კი დახოცილი იპოვეს.

შემთხვევა 19 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა. პირველადი ინფორმაციით, მწყემსს მეხი დაეცა.

ნინოწმინდის მერის თქმით, მამაკაცი ადგილობრივი არ არის. მას სხვა რეგიონიდან საქონელი საზაფხულო იალაღებზე ჰყავდა ჩამოყვანილი.

"ადგილობრივი რომ არ არის, ბევრი დეტალი არ ვიცით. იქ დაუსახლებელი ადგილია, ამიტომ ვერავინ გაიგებდა. ისევ მესაზღვრეებმა იპოვეს. არ ვიცით რამდენი სული ჰყავდა ჩამოყვანილი და აქედან რამდენია დახოცილი. ისიც არ ვიცით, როგორ მოხდა, რომ მამაკაციც გარდაიცვალა და პირუტყვიც", - განაცხადა ანივარდ მოსოიანმა.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×