სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.10.2019

     (რეზონანსი) კალაძეს იუმორთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს - ამის შესახებ "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.

    "რბილი "ლ" კი გამოასწორა კალაძემ, ბევრი იმუშავა, მაგრამ იუმორთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს. ერთი მარკ ტვენი იყო, ო ჰენრი და ახლა აგერ მესამე კახა კალაძე გვყავს. რას ლაზღანდარობ ამხელა კაცი, როდესაც დაგემხო სატრანსპორტო სისტემა და მთელი ქალაქი გაგინებს?! იტანჯება ხალხი. ვერც ფეხით გაივლი, ვერ ავტობუსით და ვერც მეტროთი. ტაქსი საერთოდ აღარ არის.

    იუმორის გარდა ლოგიკაშიც პრობლემა აქვს. დრო არ მაქვს ელისაშვილთან დებატებში რომ დავჯდეო, მაგრამ აი ფეხბურთში შევხვდებიო. ფეხბურთის დრო თუ აქვს დებატებისთვის არ გაქვს დრო?!", - ამბობს ელისაშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ძუკი   (20.10.2019)
    საგინებელია არაკაცი


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×