სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.10.2019

     (რეზონანსი) ქარელის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ატოცის განაპირას შეიარაღებული პირები ცოტა ხნის წინ კვლავ გამოჩნდნენ. თუმცა ე.წ. საზღვრის მოწყობი სამუშაოები ჯერ არ დაუწყიათ.

    "ცოტა ხნის წინ გამყოფი ხაზის პერიმეტრზე კვლავ გამოჩნდა რამდენიმე ფორმიანი პირი. ტექნიკა და სხვა გადაადგილება არ შეინიშნება.. ჯერჯერობით რაიმე ტიპის სამუშაოებს აღნიშნული პირები არ აწარმოებენ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა.

    საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ატოცის განაპირას გუშინ დილით გამოჩნდნენ და იმ ადგილზე, სადაც რამდენიმე თვის წინ ბოძები დაამონტაჟეს, ე.წ. საზღვრის მოწყობის სამუშაოები განაახლეს.

    ატოცელების განცხადებით, იმ ადგილზე, სადაც ამჟამად შეიარაღებული პირები ე. წ. საზღვრის მოწყობის სამუშაოებს აწარმოებენ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ სოფლის მოსახლეობას შეზღუდული ჰქონდა გადაადგილება.

    სოფლის განაპირას ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები რამდენიმე წლის წინ დაამონტაჟეს, ბოძების მონტაჟი კი ჯერ 2008 წელს დაიწყეს, შემდეგ კი სოფლის პერიმეტრის გარკვეულ მონაკვეთზე მიმდინარე წლის გაზაფხულზე განაახლეს.

    ადგილზე იმყოფებიან ქართველი სამართალდამცავები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×