სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.10.2019

     (რეზონანსი) გურამიშვილის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები.

    როგორც საქალაქო სამსახურის შენობა-ნაგებობების გამაგრება-გაძლიერების განყოფილების უფროსმა დავით დოღონაძემ განაცხადა, ამ დროისთვის ნგრევის საფრთხე არ არსებობს. მისი სამსახური ელოდება შესაბამის ნებართვას, რათა შეძლონ შენობაში შესვლა.

    მისივე თქმით, სრულად შენობის რეაბილიტაციას შესაძლოა, 4 თვე დასჭირდეს.

    "ოპერატიულად გამოცხადდა ყველა სამსახური. ასევე მუნიციპალური ლაბორატორია არის ჩართული და აფასებს ტექნიკურ მდგომარეობას. ჩართულია სამხარაულის ეროვნული ბიუროც. პირველადი მონაცემებით, სახლი მდგრადია, მაგრამ იმ დაზიანებულ ადგილებთან დაკავშირებით, სადაც ვერ მოხერხდა შესვლა, მუშაობს ჩვენი კონტრაქტორი თავის საპროექტო ორგანიზაციასთან ერთად. პირველ რიგში მოხდება მისი გაწმენდა, რომ რეალური სურათი დაინახოს როგორც მუნიციპალურმა ლაბორატორიამ, ასევე სამხარაულმა და კონსტრუქტორმა, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, რა ღონისძიბებია საჭირო. სავარაუდოდ, ერთ კვირაში, მაქსიმუმ 10 დღეში დაიდება სრული სურათი და გვეცოდინება რა ღონისძიებებია განსახორციელებელი. ამ დროისთვის ნგრევის საფრთხე არ არსებობს. ახლა მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. გვერდით კორპუსსაც აქვს დაზიანებები, მინებია ჩამსხვრეული. გუშინ დაიწყეს აზომვები და უმოკლეს ვადაში მოგვარდება ფანჯრის პრობლემები. პირველადი დათვალიერების შედეგის მიხედვით, გვერდით კორპუსს გამაგრებითი სამუშაოები არ სჭირდება",- განაცხადა დავით ღოღონაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×