სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.10.2019

     (რეზონანსი) მე განვიცდი სირცხვილის გრძნობას, - ასე მიმართა ქუთაისში გასტროლებზე მყოფმა მოსკოვის თეატრის რეჟისორმა მარკ როზოვსკიმ მაყურებელს. მას შემდეგ, რაც ანტისაოკუპაციო აქციის პარალელურად, მოსკოვის თეატრის „ნიკიტსკის კარიბჭესთან" მსახიობებმა ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის სცენაზე სპექტაკლი წარადგინეს, რეჟისორმა აუდიტორიას სიტყვით მიმართა.

    მარკ როზოვსკის განცხადებით, წარმოდგენილ სპექტაკლში, რომელიც ცნობილი რუსი მწერლის, ნობელის პრემიის ნომინანტის ლუდმილა ულიცკაიას ნაწარმოების მიხედვით არის დადგმული, ადამიანობა იმარჯვებს სიძულვილზე.

    რეჟისორის თქმით, მსგავსად ამ სპექტაკლისა, ადამიანობამ უნდა სძლიოს სიძულვილს, ხოლო ხელოვანი ადამიანები გაერთიანდნენ ბოროტების და უსამართლობის წინააღმდეგ.

    "სიძულვილი არაფრის მომცემია. პირადად მე განვიცდი ერთგვარ სირცხვილის გრძნობას. ეს არის ძალიან კარგი გრძნობა, როდესაც ჩნდება უსამართლობა, მაშინ ჩვენ, ხელოვნების ხალხი, ვალდებული ვართ, ვიგრძნოთ სირცხვილი ამის გამო. ჩვენ ერთად უნდა დავუპირისპირდეთ ბოროტებას, უსამართლობას, მუხთლობას. ჩვენ გვაერთიანებს ადამიანობა", - განაცხადა მარკ როზოვსკიმ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×