სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.10.2019

     (რეზონანსი) გურამიშვილის გამზირზე აფეთქების დროს დაზარალებული სოსო ჯავახიშვილის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა.

    მამაკაცი, რომლის სახლშიც გაზი აფეთქდა შოკური მდგომარეობიდან ვერ გამოდის.

    "პაციენტის მდგომარეობა ისევ რჩება უკიდურესად მძიმე, ის წევს დამწვრობით რეანიმაციაში. უტარდება ანტიშოკური მკურნალობა. კონტაქტურია",- აღნიშნა ექიმმა, გიორგი დავლიანიძემ.

    დაზარალებულს, სხეულის 60 პროცენტი აქვს დამწვარი და ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობს.

    მერვე საავადმყოფოში რჩება კიდევ ერთი დაზარალებული. მისი მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, მას სავარაუდოდ საავადმყოფოდან დღეს გაწერენ.

    გუშინ, გურამიშვილის გამზირზე 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ გაზის დაგროვებამ გამოიწვია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×