სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.10.2019

     (რეზონანსი) წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ ნაკიფუს მკვიდრმა, ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მოიკლა.

    "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, შავლეგ კვარაცხელია მშობლებმა სახლის უკან სათბურში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

    „მშობლები მოსავლის ასაღებად იყვნენ წასულები, სახლში მარტო ყოფილა და რომ დაბრუნდნენ ეს საშინელი სურათი დახვდათ. უნიჭიერესი ახალგაზრდა იყო. შეძრწუნებულია სოფელი. როგორც ამბობენ, წლების წინ, როცა იგი იმყოფებოდა ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში, ვიღაცამ შეაშინაო და ეს შიშები წელიწადში ერთხელ ახსენებდაო თავს. მკურნალობდა კიდეც", - ამბობს „პრაიმტაიმთან" მერის წარმომადგენელი ნაკიფუს თემში ვახტანგ მოლაშხია.

    მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×