სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.10.2019

     (რეზონანსი) რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანება საფრთხისშემცველია.

    ქვეყნებს, რომლებსაც შიდა კონფლიქტები აქვს, ნატომ ალიანსში არ უნდა მიიღოს. თუ ნატო თავის ბაზებს რუსეთის საზღვრების სიახლოვეს განათავსებს, რუსული მხარის მერ სამხედრო და პოლიტიკური პასუხი დაუყონებლივ იქნება გაცემული, - ამის შესახებ მედვედევმა სერბეთის გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

    „საქართველოსა და უკრაინაში ვითარება მარტივი არ არის. არავინ უარყოფს, რომ რუსეთს საკუთარი უსაფრთხოების დაცვა სურს. ჩვენ დიდი და ბირთვული ქვეყანა ვართ და ჩვენს საზღვრებთან ნატოს ბაზების განთავსება გვაშფოთებს, ჩვენ ამას სამხედრო და პოლიტიკური გზით ვუპასუხებთ. როდესაც ნატო იმ ქვეყნების მიერთებას ცდილობს, რომლებსაც შიდა კონფლიქტები აქვთ, ეს თავად ნატოს წესდებას ეწინააღმდეგება და ამან სერიოზული შედეგები შეიძლება მოიტანოს," - აცხადებს მედვედევი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×