სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.10.2019

     (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს შაქშაქეთის საგუშაგოდან სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზის მიმართულებით გადაადგილების საშუალება მისცეს.

    ამ წუთებში გამყოფ ხაზთან პოლიციელები, მედიის და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლები იმყოფებიან.

    გამყოფი ხაზის პერიმეტრზე უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები არ მიმდინარეობს. იმ ბოძებზე, რომლებიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე თვის წინ დაამონტაჟეს, ლითონის ბადეები უკვე დამაგრებულია.

    რამდენიმე წუთის წინ ე.წ. სასაზღვრო ნაგებობების მეორე მხრიდან შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ, რომლებიც ქართველ პოლიციელებს და მედიის წარმომადგენლებს ფოტოებს უღებენ და დურბინდებით აკვირდებიან.

    ინტერპრესნიუსი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×