სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.10.2019

     (რეზონანსი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საპატრიარქო ტაძარში წირვის შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა.

    პატრიარქმა წმინდა ამბროსი ხელაიაზე ისაუბრა, რომლის ხსენებასაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს აღნიშნავს.

    „გილოცავთ ამბროსი ხელაიას ხსენების დღეს. უწმინდესი და უნეტარესი ამბროსი ხელაია იყო დიდი მოღვაწე, თავდადებული მოღვაწე. ჩვენ თავსა და ქედს ვიხრით მის წინაშე. დიდი გაჭირვება და განსაცდელი გამოიარა მან. მისი ლოცვა შეგვეწიოს. ეკლესიამ აღიარა ის, როგორც წმინდანი, როგორც აღმსარებელი", აღნიშნა ილია მეორემ.

    პატრიარქმა ასევე ისაუბრა ამერიკის ქართული სამღვდელმთავროს იუბილეზე და ეპარქიას დღესასწაული მიულოცა.

    „დღეს კიდევ ერთი დღესასწაულია. დღესასწაული ამერიკის ქართული სამღვდელოებისა. მე ვულოცავ ეპისკოპოს საბას, რომელიც ხემძღვანელობს ამერიკის ეკლესიას. ეს მრევლი და სამღვდელოება იყო დაარსებული ბათუმის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის მიერ. ჩვენგან წავიდა დიდი დელეგაცია, რათა მიიღონ მონაწილეობა ამ ზეიმში. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგამრავლოთ და მოგცეთ შვილები ბრძენი, თავდადებული სამშობლოსათვის", - მიმართა პატრიარქმა მრევლს.

    დღეს ილია მეორემ მოჭადრაკეები დალოცა.

    „დღეს ვლოცავ მოჭადრაკეებს, სპორტსმენებს. ჩვენ ვამაყობთ თქვენი მოღვაწეობით, დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა", - აღნიშნა ილია მეორემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×