რეზონანსი
20.10.2019

 (რეზონანსი) ბარსელონასა და მადრიდში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებმა მრავალათასიანი დემონსტრაცია გამართეს. საპროტესტო გამოსვლა ისევ პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. არიან დაკავებულები და დაშავებულები.

არეულობის გამო ქვეყანაში ვითარება იმდენად დაძაბულია, რომ საჰაერო მიმოსვლა შეიზღუდა. 40-მდე საქართველოს მოქალაქე უკვე მეორე დღეა ბარსელონას საერთაშორისო აეროპორტში იმყოფება და თბილისში დაბრუნებას ვეღარ ახერხებს.

"ახლა ბარსელონის აეროპორტში ვიმყოფები, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით სრულდება ფრენა, გარდა საქართველოსი. ამის თაობაზე არავინ არ შეგვატყობინა. უფრო მეტიც, ნახევარი საათის დაგვიანებით, როცა რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო მოვიდა ესპანელი პიროვნება, გადმოგვცა ფურცლები, სადაც ეწერა აირზენას თბილისის ნომრები და გვითხრა, მათ დაუკავშირდით, ჩვენ სხვა ინფორმაცია არ გვაქვსო. კვირა დღეა, ქალაქის ნომრებზე ვერ ვრეკავთ. ვდგავართ ახლა ქართველები ერთად და ვთათბირობთ როგორ მოვიქცეთ," - აღნიშნა საქართველოს ერთ-ერთმა მოქალაქემ ნინა ყოფიანმა „რუსთავი 2"-თან.

ცნობისთვის, კატალონიის ლიდერები მთავრობასთან მოლაპარაკებების დაწყებას მოითხოვენ. ბარსელონაში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც კატალოენიელი სეპარატისტების ლიდერებს ამბოხისთვის პატიმრობა მიუსაჯეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×