სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.10.2019

     (რეზონანსი) თბილისში 72 წლის ვალენტინა ბარნაბიშვილს თითქმის ერთი თვეა ეძებენ. ოჯახი ამ ქალის ფოტოს ავრცელებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

    როგორც ნათესავი „პრაიმტაიმთან" ამბობს, ხანდაზმულს ტვინის ტუბერკულოზი აქვს გადატანილი და ეს მისი გაუჩინარების პირველი შემთხვევა არ არის. ოჯახი ფიქრობს, რომ მას სახელი და გვარი ახსოვს, რადგან ლოკომოტივის სტადიონთან მდებარე სასტუმროში რამდენიმე კვირის წინ მოხუცს ვინაობა უთქვამს.

    ვალენტინა ბარნაბიშვილს პოლიცია ეძებს. ოჯახი კი, მპოვნელს ფულად ჯილდოს 1000 დოლარის ოდენობით ჰპირდება.

    „ვალენტინა ბარნაბიშვილი ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში გვეწვინა, მას ტვინის ტუბერკულოზი აღმოაჩნდა. მას შემდეგ, მეხსიერების პრობლემები შეექმნა. ის 72 წლისაა, სახლიდან 19 სექტემბერს საღამო ხანს გავიდა. ეცვა შავი შარვალი და ღია ფერის ჟაკეტი. ის აქამდეც დაკარგულა და პატრული რამდენიმე საათში პოულობდა. ვალენტინა არაჩვეულებრივი ქალია. ძალიან გვინდა, რომ ვიპოვოთ. დებს რუსეთში უნდა წაეყვანა და საბუთებს უკეთებდნენ - ამბობს ნათესავი, ესმა ბარნაბიშვილი.

    როგორც შინაგან საქმეთა სამინიტროში განმარტავენ, მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო სამუშაოები.

    თუ ვინმე რაიმე სახის ინფორმაციას ფლობს, ნათესავები სთხოვენ დარეკონ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 555-77-87-03, 597-72-50-18, 557-57-73-66 , 557-59-68-20.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×