სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.10.2019

     (რეზონანსი) ცოტნე გამსახურდია თავდაცვის მინისტრს ეხმაურება და ამბობს, ირაკლი ღარიბაშვილს არასწორად აქვს აღქმული წარსული და რეალობა.

    „გია ყარყარაშვილი შეუპოვრობის, თავდადებისა და გაუტეხლობის სიმბოლოა" - ეს განცხადება მინისტრმა ღარიბაშვილმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გააკეთა.

    როდის იყო გია ყარყარაშვილი თავდადებისა და გაუტეხლობის სიმბოლო? ალბათ 1991 წლის 22 დეკემბერს, როდესაც სამაჩაბლოში პოზიციები მიატოვა და რუსთაველზე წამოვიდა ქართველებისთვის ტყვიის სასროლად? თუ მაშინ, როდესაც მისი ბანდა კოლხურ კოშკში დაგვესხა თავს, რათა ზვიად გამსახურდიას ცოლ-შვილი მძევლად აეყვანა? იქნებ მაშინ, როდესაც ამბობდა, მზად ვარ შევაკლა 100 ათასი ქართველი, რათა 90 ათასი აფხაზი გავწყვიტოო? ჰო, აი, ასე: საბჭოთა არმიის ლეიტენანტი და თბილისის ომში გაგენერლებული 25 წლის ყარყარაშვილი წყვეტდა ასიათასთა ბედს...

    შეიძლება მაშინ იყო ყარყარაშვილი სამშობლოს სიმბოლო და რაინდი, როდესაც აფხაზეთში რუსებთან ბრძოლის შემდეგ რუსულ გენშტაბში წავიდა სასწავლებლად? აღარაფერს ვამბობ იმ ძარცვასა და კორუფციაზე, რომელშიც მან თავი გამოიჩინა...

    მაგრამ ამ ყველაფრის გაგებას განა შეძლებს ბიძინას მექრთამე ლაქია, რომელმაც მილიონები მოიპარა და კარიდან წიხლით გააგდეს, მაგრამ ფანჯრიდან ისევ შემოძვრა? ამათთვის, საქართველოსთვის მებრძოლი ყარყარაშვილია, საქართველოს აღმშენებელი - ედუარდ შევარდნაძე, კანონის დამცველი - თამაზ თამაზაშვილი, ხოლო ბიძინე - თლათ ილია ჭავჭავაძეა...

    ასე რომ, ერო, ამათგან არაფერია გასაკვირი. სწორედ ის პრიორიტეტები აქვთ, როგორიც უნდა ჰქონდეთ. ერთი ჰკითხეთ ვინმემ „თავდაცვისმინისტრს, წამით თუ დაინტერესებულა წაღვლი-ჩორჩანის ტყეში რა ხდება, ხაშურის რაიონს რომ გვაჭრიან რუსები? - წერს ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
    ჩაწერა სახელი
    მეგრელი   (21.10.2019)
    მე მხარს ვუჭერ პრემიერ გახარიას სხვების რა მოგახსენოთ, თუმცა ყარყარაშვილის,მხედრიონის და სხვა ვითომ მებრძოლების და მათი შენაერთების ვეტერანებად და გმირებად მოხსენიება კიდევ ერთხელ სულში ჩაფურთხებაა იმადამიანების ვინც ამ ხალხმა დახვრიტა თბილისში დიდუბის მიდამოების მიტინგზე, ვინც დახვრიტეს,გაძარცხვეს და ააწიოკეს სამეგრელოში, ვინც უპატრონოდ მიატოვეს მათ მიერ გაძარცულ აფხაზეთში და დარჩენოლის წასაგლეჯად ჭუბერში დახვდნენ, ხალხის არჩეული პრეზიდენტი მოგვიკლეს მისი მეომრები დახოცეს მათ ოჯახებს გოლგოთა გაატარებინეს და რისთვის ამ ქვეყნის მიერ არჩეული კანონიერი პრეზიდენტის და მართალი გზის არჩევისთვიის, ჰოდა ხო უნდა დადგეს დრო და ფარდა აეხადოს ყველაფერს, ხოუნდადაერქვას ყველას თავის სახელი, არ უნდავიცოდეეთ ვინაა მტერი და ვინ მოყვარე, არ უნდა დაისაჯოონ დამნაშავენი თუ ვიყოთ ასე სისხლის გუბეებში ჩამჯდარი და შევიშროთ, მერე უფლისკენ ვიყურებით და შველას ვითხოვთ

    ქეთევან   (20.10.2019)
    სააკოვმა შენ რა დაგაბრალა,რუსების გენერალს შეეკრაო,რაო არ გახსოვს და თანაც სურათი გამოაქვეყნა როგორ ესაუბრებოდი რუს ოფიცერს,ის თუ იცი ვინ მოკლა ზვიად გამსახურდია?რაო ასე უცებ დაგეწყო სკლეროზი?სააკოვის ბიძამ და მას შეეკარი შენ,თუ იცი ვინ დასდევდა ზვუად განსახურდიას ბოკერია,თარგამაძე,ძმები ბერძენიშვილები ,რომლებიც კგბ აგენტები იყვნენ,იმაზე არ წერ და თურმე ყარყარაშვილი რომელმაც მათლა ბევრი აფხაზიბდა სომეხი მოკლა თურმე არ უნდა ისაუბრო,ისე თუ იცი ვინ მოუწყო ყარყარაშვილს აფეთქება ესეც არ იცი?სამარცხვინო ხარ შე მართლა ნაძირალა,ალბათ მეორედ მოკლავდი ზვიად გამსახურდიას შენ ისეთი ნაძირალა ხარ მამის მკვლელების გვერდით ხარ,სააკოვი საუდან გახდა მილიონერი? ისიც გეციდინება შე არაკაცო,როცა ივანიშვილზე საუბრობ კითხე შენ თავს რა გაუკეთე საქართველოს ბოროტების და გაყიდვის მეტი,შე არაკაცო ჩაიგდე ენა და უფლება არ გაქვს უზნეო ქალივით ატრიალო შენი ბინძური ენა

    ეეეჰ   (20.10.2019)
    ცხონებულ მამაშენს გვერდით არ უნდა მოესვა კიტოვანი და სხვები. პირველად კიტოვანის, ანუ მრგვალი მაგიდის ხალხმა გესროლათ. ჯერ მაგათ მოსთხოვე პასუხი და მერე სხვას.

    mzirali   (20.10.2019)
    შეხვედრა წარსულთან ყოველტვის მტკივნეულია


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×