სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.10.2019

     (რეზონანსი) თელავში, აქციაზე „ქვეყნის სამსახურში" მალხაზ მაჩალიკაშვილიც მივიდა. მან აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

    "ყველგან, მივალ, სადაც კი აქცია იქნება, იმიტომ რომ ესენი აუცილებლად, მშვიდობიანად უნდა წავიდნენ. უკვე ხალხიც ხვდება ამას. ინდა, თელავს მივმართო, ნუ შეგვეშინდება დღევანდელი ხელისუფლების, დღევანდელი უშიშროების, სუს-ის. ისინი ყველანაირ შესაძლებლობას იყენებენ, რომ აქ ხალხი არ მოვიდეს და რამენაირად დააშინონ. დღევანდელ უმაქნის და არარაობა ხელისუფლებას სხვა არაფერი დარჩენია, მარტო ის რომ შეაშინოს ხალხი და ხალხი არ გამოვიდეს იფიქრონ, რომ ხალხი არ გამოდის და ხალხი კმაყოფილია. კმაყოფილი დღეს საქართველოში არავინ არ არის, არის ის 10-12 პროცენტი, რომლებიც ხელისუფლებაში სხედან, ჭამენ და ღვლეფავენ ქვეყნის ბიუჯეტს და ადამიანების ფულს. მოგმართავთ ყველას, დიდ პატივს გცემთ, ნუ მივცემთ საშუალებას, რომ დაგვაშინოს დღევანდელმა არარაობა ხელისუფლებამ, პოლიციამ, უშიშროებამ, სუს-მა თუ მაღალჩინოსნებმა. თქვას ყველამ თავის სიტყვა და გავაცილოთ ეს სისხლიანი რეჟიმი 2020 წლამდე თუ არა, 2020 წელს. ყველა ერთად შევიკრათ ერთ მუშტად და დავდგეთ ყველა ერთ მხარეს", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ქეთევან   (20.10.2019)
    შენ დგახარ მკვლელების,ყაჩაღების,საქართველოს გამყიდველების გვერდით,ვინც შენ გამოგყვება ის ქართველი არ იქნება,გეშინოდეს ქართველი ხალხუს რადგან სიმართლე ქართველი ხალხის კენაა და არა სატანა ორგანოების გამყიდველ სანდრასკენ,შენ რა იცი არაკაცო რამდენი ახალგაზრდა დახოცეს და აწამეს,თურმე შენი შვილი შვილი იყო და 100ახალგაზრდა ქართველი ბიჭები ვინ იყვნენ შენი ფიაქრით,შენ თავს გაგივიდა და ალბათ ქართველი ხალხი დაგისვამს წერტილს,თურმე შენ გააგდებ ქართველი ხალხის არჩეულ მთავრობას და მოიყვან მკვლეკებს ვაი შე მართლა მკვლელო ვინ მოგცა უფლება ასე რომ ელაოარაკები ქართველ ხალხს,ვინ მოგცა უფლება ასე ბინძური სიტყვები აკადრო ქართველი ხალხის არჩეულ მთავრობას,არ გაბედო და ქართველ ხალხს შეურაცყოფა მიაყენო,მთავრობა დაასრულეთ ამ.არაკაცის ბინძური და აუტანელი ქცევები


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×