სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.10.2019

     (რეზონანსი) "ევროპული საქართველოს" წევრი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. გიგი წერეთელი ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ჟურნალისტებთან მიმდინარე მოვლენებზე კომენტარიც გააკეთა.

    "რაც აქ ხდება, არის უკანონო. ეს არის გაგრძელება დანაშაულებრივი ქმედების, რასაც ბორდერიზაცია წარმოადგენს. პერიოდულად აქ ხდება ბოძების ჩასმა, მავთულხლართების გავლება. ვფიქრობ, ამ პროცესს, რომელსაც უცბად ვერავინ გადაწყვეტს, სჭირდება დიდი აქტიურობა და ზეწოლა. როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მომავალ კვირას მექნება ძალიან ბევრი შეხვედრა ევროპაში ლიდერებთან. ვაპირებ, ამ საკითხზე ვისაუბრო. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხებზე ბევრს ვაქტიურობთ, არსებობს ბევრი რეზოლუცია, არსებობს ძირითადი ხელშეკრულება ევროკავშირთან ევროკავშირის ბროკერობით, რომელსაც რუსეთი არ ასრულებს, ეს არის დიდი პრობლემა. მას აქვს ვალდებულება, შეასრულოს. ამ დროს ხდება ე.წ. საზღვრის უკანონოდ გავლება", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    დიად გიგის   (20.10.2019)
    ვანკა-სტანკასავით სულ პარლამენტში ხარ გამოჭიმული. რა გენაღვლება რა. ზიხარ და ზიხარ. ყოჩაღ კომსომოლ! ასე უნდა სწორედ, ჭამე სვი მოკუკე. გავრილოვთან ერთად სურათი გადაიღეთ შენ და ქუცნაშვილმა. მერე პასუხი მარტო იმ დებილ ქუცნაშვილს აგებინე. შენ კი ჩუ! არავინ არაფერი გაკადრა. მალადეც რა


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×