სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.10.2019

     (რეზონანსი) ხაშურში მომხდარ ტრაგედიას, წინ მეუღლეების განქორწინების საქმე უძღოდა. სწორედ იმ დღეს, როცა სასამართლოს წინაშე მხარეები უნდა წარდგენილიყვნენ, ირაკლი დეკანოიძემ მისი მეუღლე 30 წლის ნათია გოგალაძე მოკლა.

    ნათია გოგალაძის ადვოკატმა საზარელი ამბავი სასამართლოს დაწყებამდე გაიგო. იმის იმედით, რომ ნათია გადარჩებოდა, 25 ოქტომბრამდე პროცესის გადადება მოითხოვა..

    სასამართლოში მივდიოდი, როცა გავიგე, რონ ნათია გოგალაძე ქმარმა დაჭრა. მათი განქორიწინების "პროცესს ვიწყებდით. გაიხსა სასამართლო და მომხდარის გამო გადავადება მოვითხოვე, შემდეგი პროცესი 25 ოქტომბერს უნდა შემდგარიყო. ვინ იფიქრებდა, რომ ეს საზარელი შემთხვევა ნათიას დაღუპვით დასრულდებოდა.

    ჩემთან საუბრისას ძალადობის ფაქტებზე არ საუბრობდა, რცხვენოდა კიდეც... მხოლოდ იმას ამბობდა, რომ თავს არ მანებებსო. თავიდან ალიმენტზეც კი უარს ამბობდა. მერე როცა ვურჩიე, რომ განქორწინების პარალელურად შესაძლებელი იყო ალიმენტზე მსჯელობაც, დამთანხმდა. სარჩელი ქორწინების შეწყვეტაზე და ალიმენტის დანიშვნაზე შევიტანეთ. ირაკლი მოითხოვდა კვირაში 4 დღეში ბავშვები მასთან ყოფილიყვნენ, 3 დღე დედასთან და მისი ერთ-ერთი მოთხოვნა ალიმენტის ოდენობის დაკლებაც იყო. გაგიჟდა საწყალი ნათია, ჩემი შვილების გარეშე როგორ ვიყოო. მან მთხოვა სასამართლოზე გვემსჯელა სოციალური სამსახურის ზედამხედველობის ქვეშ ჰქონოდათ ბავშვებს მამასთან ურთიერთობა. ამბობდა, ჩემს თავს აძულებს ისეთ რაღაცებს ეუბნებაო. თუ ასეთი უვარგისი იყო ნათიას ოჯახი, რატომ სოციალურ სამსახურს არ მიმართეს და მტკიცებულებები რატომ ვერ წარმოადგინეს. საშინელება მოხდა, ჩემთვის ძალიან ძნელია ნათიაზე საუბარი..." - იხსენებს მაია პირველაშვილი.

    წყარო: პრაიმტაიმი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×