რეზონანსი
20.10.2019

 (რეზონანსი) რეიდის შედეგად ნიგერიის პოლიციამ ქვეყნის ჩრდილოეთით ისლამური სკოლა-ინტერნატიდან 147 ნაწამები მოსწავლე გაათავისუფლა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მათ შორის 22 გოგო და 125 ბიჭია. მოსწავლეებს კედლებზე ჯაჭვებით აბამდნენ, სცემდნენ და სექსუალურად ავიწროებდნენ.

ნიგერიის ჩრდილოეთით ისლამურ სკოლა-ინტერნატებში მილიონობით ბავშვი სწავლობს. ქვეყნის მოსახლეობა მთავრობას ამ სასწავლო დაწესებულებებზე უფრო მკაცრი კონტროლის დამყარებისკენ მოუწოდებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×