რეზონანსი
20.10.2019

 (რეზონანსი) "კრიზისული ცენტრები ოკუპირებულ აფხაზეთში არის, თუმცა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი არა" - ამის შესახებ ასოციაცია "მერკურის" ერთ-ერთი თანამშრომელი აცხადებს.

ასოციაცია „მერკური" 12 წლის წინ დაარსდა. მათ მიერ დაარსებული ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში, რითაც ადგილობრივები, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული ქალბატონები და მათი მცირეწლოვანი შვილებიც სარგებლობენ, სამეგრელოში მდებარეობს.

ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრით ამ დრომდე 100-ზე მეტმა ძალადობის მსხვერპლმა ქალმა ისარგებლა. იქ ქალბატონები, რეაბილიტაციას გადიან და პარალელურად სხვადასხვა პროფესიას ეუფლებიან, რათა დამოუკიდებლად შეძლონ თავის რჩევა.

სამეგრელოში არსებული ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ზუსტი მისამართი, კონფიდენციალურობიდან გამომდინარე გასაიდუმლოებულია.

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×