სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.10.2019

     (რეზონანსი) აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი ოფიციალური ვიზიტით ავღანეთს ეწვია. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

    გამოცემის ინფორმაციით, ესპერი ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ განის და ამერიკელ ჯარისკაცებს შეხვდება. ამასთან, დიპლომატი მოძრაობა „თალიბანთან" სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას შეეცდება.

    "ჩვენი მიზანი პოლიტიკური შეთანხმების მიღწევაა. იმედია ამას შევძლებთ. ეს წინ წასვლის საუკეთესო საშუალებაა", - განუცხადა ესპერმა ჟურნალისტებს.

    "თალიბანი" და ვაშინგტონი შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ დონალდ ტრამპმა მოლაპარაკებები მას შემდეგ გააუქმა, რაც „თალიბანის" მიერ მოწყობილ ტერაქტს ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×