სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.10.2019

    12 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, დასტაბილურდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ იაშვილის კლინიკის ექიმმა, არჩილ აგლაძემ განაცხადა.

    მოზარდს ამ დროისთვის ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდა და ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს.

    „პაციენტი შემოყვანილია 21 ოქტომბერს, 15:00 საათზე. ლიანდაგზე გადასვლისას დაეჯახა მატარებელი. შემოსვლისას მდგომარეობა იყო მძიმე. აღენიშნებოდა ზურგის მიდამოში მრავლობით ჭრილობა. ჩატარდა კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრავმის რეჟიმში. გამოვლინდა ქალა-ფუძის მოტეხილობა, მცირე ზომის სისხლჩაქცევები მარცხენა საფეთქლისა და კეფის მიდამოში. თავის ტვინზე მნიშვნელოვანი კომპლექსური ან დისლოკაციური ცვლილებები არ ვლინდებოდა. ჭრილობებზე ჩატარდა პირველადი ქირურგიული დამუშავება. უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება. ამ ეტაპზე ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს. განაგრძნობს მკურნალობას. მისი მდგომარეობა დასტაბილურებულია. მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა ექიმმა.

    1tv.ge

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (8)
    ჩაწერა სახელი
    ლალი ტურძილაძე   (25.10.2019)
    რა კარგია , დიდხანს იცოცხლოს ბედნიერად .

    ციცინო   (23.10.2019)
    გაიხარეთ იაშვილის კლინიკის ექიმებო, ვინც კი იზრუნეთ ბავშვის გადარჩენისათვის, უფალმა არაფერი გაუჭირვოს თქვენს ოჯახებს, მადლობა უფალს რომ არ გაამწარა მისი მშობლები და მადლობა თქვენს ხელებს.

    ნინო   (22.10.2019)
    ასეა თუ არ ხარ უფლისგან განწირული ყველა დედას შვილი კარგად ყავდეს უფალი იყოს მისი მფარველი❤👍

    Manana goga   (22.10.2019)
    Erterti cers yursaameni eketa tuara ra mnishvneloba akvs mtavaria gadarchao.rom ar keteboda gaigebda xmas da gadarchenili ar iyooo.xom agar moxdeboda ase.gmerti paravdes zalian gamexarda rom gadarcha.

    თამთა   (22.10.2019)
    და რამნიშვნელობა აქვს ყურსასმენი ეკეთა თუ არეკეთა უფლის წყალობით გადარჩა ღმერთმა მალე გამოაჯანმრთელოს და უვნებელი დაუბრუნოს პატრონს..და რადგან ეკეთა ამიტო უნდა დამართნოდა რაიმე ბავშვია რასვიზამთ ვერ აცნობიერებენ საფრთხეებს რას შეიძლება რა მოყვეს..

    eka   (22.10.2019)
    Tqven natali etyoba memanqanis bedit ufroxart dainteresebuli !!! an matarebels xom ar daushavda rame??? uflis wyalobit bavshvi kargad iqneba albaT da mtavatia axla yvelam magaze vilocot argvinda vinmes gankitxva... mitumetes 12 wlis angelozis❤️

    Natalya   (22.10.2019)
    Da ratom ar ceria, rom am bavshvs naushnikebi eketa, da roca memankane usignalebda, arc ki gaugia. Amxela matareblis uceb gachereba sheudzlebelia. Da mitumetes liandegebze siaruli ar sheidzleba. Bavshvi kargat iyos, jvari sceria. Memankanes nu daabralebs nuravin. Elementaruli gaexeda merjniv marcxniv mag bavshvs mainc, da naushnikebi gamoedzro yurebidan liandagze gadasvlisas da arc araperi ar moxdeboda.

    Gio   (22.10.2019)
    🥰😀😀😀


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×