სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.10.2019

     თბილისში დაგეგმილ „აბრეშუმის გზის ბიზნეს-ფორუმთან“ დაკავშირებით, სატრანსპორტო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    21 ოქტომბერს, 15:00 საათიდან გადაიკეტება შოთა მესხიას ქუჩა, ხოლო 00:00 საათიდან - ვასო აბაშიძისა და რევაზ ლაღიძის ქუჩები.

    22 ოქტომბერს, 18:00 საათზე გადაიკეტება რესპუბლიკის მოედანი. ელბაქიძის ქუჩიდან მომავალი ავტოტრანსპორტი სვლას განაგრძობს ფილარმონიის მიმართულებით, ხოლო ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან ავტომანქანები ვერ მოხვდებიან ელბაქიძის ქუჩაზე - სატრანსპორტო ნაკადი მოძრაობას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×