სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.10.2019

     სოციალური ქსელის მომხმარებელი მარიამ ტრაპაიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ლომბარდმა ტელეფონი სამ დღეში გაუყიდა. როდესაც იგი მობილური ტელეფონის გამოსატანად მივიდა მოლარემ ვეღარ იპოვა, რადგან უკვე გაყიდული იყო. 

    „სასოც მაქვს წარკვეთილი და ჭკუიდანაც ვარ გადასული!!! ლომბარდში მქონდა ტელეფონი - "სონი", 1000 ლარზე მეტი მქონდა მიცემული. 60 ლარი დამჭირდა უცებ, დავტოვე და თანხა ავიღე. მეორე დღეს 10 ლარი გადამახდევინეს ჯარიმა, რისი არ ვიცი და სამ დღეში (ანუ დღეს) მივედი გამოსატანად და ჰოი საოცრებავ, ტელეფონი ვერ ნახეს, გაყიდულიაო!!! რა ვქნა, ვუჩივლო ხო? მითხარით რამე. დედას ვაჩუქე ის ტელეფონი, ძალიან უყვარდა. 

    თბილისსშიც აქვთ ფილიალი და ბათუმში, "დავთაგავ" აუცილებლად რომ იცოდეთ და არ მიიტანოთ რაიმე!!! კიდევ აქეთ დამიწყეს ჩხუბი გაგეტანა იმ დღესვეო, თუ არ შემომაკვდებოდა არ მეგონაააა! 

    მივედი 81 ლარი მომთხოვეს - 60 ლარი ძირი, 21 ლარი პროცენტი (3 დღეში). მანამდე ჯარიმა გადავიხადე კიდე 10 ლარი, რომ იმ დღესვე ვერ გავიტანე. ხელშეკრულებას ხელი სიჩქარეში მოვაწერე და ასლი არ მომცეს ეს ზუსტად მახსოვს. ძალიან ვჩქარობდი!“ - წერს მომხმარებელი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×