სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.10.2019

     (რეზონანსი) თბილისის ბოტანიკური პარკში ამ წუთებშიც ეძებენ ქვეწარმავალს, რომელსაც ექსკურსიაზე მყოფმა მესამე კლასის მოსწავლემ ფოტო გადაუღო.

    როგორც სპეციალისტები ამბობენ, რომ ფოტოზე აღბეჭდილი ქვეწარმავალი გიურზაა.

    თბილისის ბოტანიკური პარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ ადგილზე მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, თუმცა ქვეწარმავალი არ უპოვიათ.

    "ჩვენ გვყავს ამ კუთხით სპეციალისტი და პარასკევის მერე, მიმდინარეობს ამ ადგილის კვლევა და კონტროლი. ვეძებთ მას შემდეგ. ეს არის 700 მეტრიანი მოაჯირი და იმის იქეთ უკვე არის კლდე. შესაბამისად, პოვნა, ცოტა რთულია.

    "სპეციალისტთან ერთად, ბოტანიკური პარკის ყველა თანამშრომელი გაძლიერებულად აკონტროლებს პარკს. მერიის სამსახურის წარმომადგენლები, ჩვენი დაცვა, ყველა თანამშრომელი, ახორციელებს სრულ მონიტორინგს"- აცხადებენ ბოტანიკური ბაღის პიარსამსახურში „ნიუპოსტთან".

    ცნობისთვის, ბოტანიკურ პარკში გიურზას არსებობის შესახებ ინფორმაცია "ალიამ" გაავრცელა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×