რეზონანსი
22.10.2019

 (რეზონანსი) „ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერმა დავით ქაცარავამ, „რუსთა და ქართველ ხალხთა ერთობის" პრეზიდენტს, ვლადიმერ ხომერიკს უპასუხა, რომელმაც ის „ტ***ის ჩვენებაში" დაადანაშაულა.

ქაცარავას თქმით, ხომერიკს შეეშალა და საოკუპაციო ხაზთან ამ აქციის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე და მოძრაობა „გირჩი" იყო.

„მოვუწოდებ ზურა ჯაფარიძეს, რომ ერთხელ მაინც თქვას კაცურად, რომ ეს მისი ინიციატივა იყო და ჩვენ მასთან არანაირი კავშირი არ გვქონია", - თქვა ქაცარავამ.

ამასთან დაკავშირებით „გირჩის" ერთ-ერთ ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მათ არასდროს დაუდანაშაულებიათ ამაში ქაცარავა.

„ზურა ჯაფარიძეს არც არავისთვის დაუბრალებია მაგ აქციის ორგანიზება. რეალურად მაგ აქციაში მეც არ ვყოფილვარ, ზურა იყო, მაგრამ ვინც იქ იყვნენ მისი წარმომადგენლები იყვნენ და სხვისთვის არასდროს დაუბრალებიათ. ქაცარავას ტ***ის ჩვენებას ვერ დავაბრალებთ რუსებისთვის, უფრო პირიქით უტ***ობას დავაბრალებთ და უბრალოდ იქ სიარულს", - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ „პრაიმტაიმთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×