სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.10.2019

     (რეზონანსი) შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის ქმარი გორის პოლიციაში დაიბარეს. როგორც მიხეილ დვალიშვილის ადვოკატი ამბობს, საგამოძიებო მოქმედებები დვალიშვილისა და არასრულწლოვანი გოგოს თანაცხოვრებას ეხება.

    "საგამოძიებო მოქმედებები ეხება იმ კონკრეტულ საქმეს, როდესაც საერთო თანაცხოვრება ჰქონდათ, გავიგებთ რა საქმეა და მოგახსენებთ დეტალურად" - უთხრა დვალიშვილის ადვოკატმა მთავარ არხს.

    21 მაისს სოფელ აღაიანში არასრულწლოვანმა დედამ 7 თვის შილი მოკლა. გამთენიისას ბავშვის მამამ საბავშვო ეტლში ჩვილი გარდაცვლილი იპოვა. ამ დროს ბავშვის დედა სახლში არ იმყოფებოდა რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ ის თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს.

    შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვანს გორის რაიონულმა სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×