სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    08.11.2019

     (რეზონანსი) „და ჩვენ ვიცეკვეთ" ფილმის ჩვენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კინოთეატრი მაყურებლებს მოუწდებს დროზე ადრე მივიდნენ, რათა მათი უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.

    „კინოთეატრების უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან,რომ დაგეგმილმა ჩვენებებმა ექსცესების გარეშე ჩაიაროს. ცხადია, მაქსიმალურად ვზრუნავთ ჩვენი მაყურებლის უსაფრთხოებაზე და კომფორტზე, სწორედ ამიტომ ვთხოვთ მათ ვინც შეიძინა "და ჩვენ ვიცეკვეთ" ბილეთები, ფილმის სანახავად მოვიდნენ დაგეგმილზე ადრე, რომ მათი უსაფრთხოება და დარბაზში კუთვნილ ადგილებზე განთავსება უზრუნველვყოთ შეუფერხებლად", - აღნიშნულია განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ „ქართული მარშის" წევრების საპროტესტო აქცია 16:00 საათზე დაიწყება. "ქართული მარშის" წევრები და მხარდამჭერები ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და კინოთეატრ "ამირანში" ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩვენებას მშვიდობიანად გააპროტესტებენ.

    სანდრო ბრეგაძის თქმით, აქტივისტები აპირებენ, რომ კინოთეატრ "ამირანის" შესასვლელთან ცოცხალი ჯაჭვი შექმნან, „სირცხვილის კორიდორი" გააკეთონ და მაყურებლებს არ მისცენ ფილმის ჩვენებაზე შესვლის საშუალება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×