სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    08.11.2019

    (რეზონანსი) სამწუხაროდ, ბნელ დროში ვცხოვრობთ და დაგეგმილი პროტესტი ამტკიცებს, რამდენად მნიშვნელოვანია, ამ ბნელ ძალებს ყველა შესაძლო საშუალებით გავუწიოთ წინააღმდეგობა, - ამის შესახებ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" რეჟისორი ლევან აკინი „ფეისბუქში" წერს.

    „ძალიან ბევრმა ადამიანმა მკითხა, რა ხდება საქართველოში 8 ნოემბერს ფილმის პრემიერასთან დაკავშირებით. გარკვეულმა მემარჯვენე ჯგუფებმა და ეკლესიამ ფილმი დაგმო და გეგმავენ, ხალხი არ შეუშვან იმ ჩვენებაზე, რომლის ბილეთები გაიყიდა. აბსურდია, რომ ადამიანებს, რომლებმაც ბილეთები იყიდეს, სიმამაცე სჭირდებათ. ისინი შეწუხების, უფრო მეტიც, შესაძლოა, თავდასხმის რისკის ქვეშ დგებიან უბრალოდ იმიტომ, რომ ფილმის სანახავად წავიდნენ. მე ეს ფილმი სიყვარულით და თანაგრძნობით შევქმენი. ეს არის ჩემი სასიყვარულო წერილი საქართველოსა და ჩემი მემკვიდრეობის მიმართ. ამ ისტორიით მსურდა საქართველოს კულტურის აღდგენა და ხელახლა განსაზღვრა, მისი სრულად წარმოჩენა და არა მხოლოდ გარკვეული ნაწილის. სამწუხაროდ, ჩვენ ბნელ დროში ვცხოვრობთ და დაგეგმილი პროტესტი ამტკიცებს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია, ამ ბნელ ძალებს წინააღმდეგობა გავუწიოთ ყველა შესაძლო საშუალებით", - წერს ფილმის რეჟისორი.

    ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს გაიმართება.

    „ქართული მარშის" წევრები ამბობენ, რომ ფილმის პრემიერაზე მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ. ისინი 8, 9 და 10 ნოემბერს კინოთეატრების პიკეტირებას მოახდენენ.

    ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოც. საპატრიარქო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ძალადობას ემიჯნება.

    შსს-ში კი განმარტავენ, ფილმის ჩვენებისას შსს უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც კანონით დასაშვებ ფარგლებს არ სცდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
    ჩაწერა სახელი
    TOTIKA   (08.11.2019)
    QARTVELEBIS JINA GQONDA ALBAT; QARTVELIS SHEN ARAFERI GAQVS; TURKI XAR TURKIIIIIII

    წესიერი მოქალაქე!   (08.11.2019)
    პირველ რიგში კულტურის სამინისტროს "ბოს(ზ)ები" უნდა დაკიდო ერთი ადგილით!!!

    ***   (08.11.2019)
    შენ თვითონ ბნელეთის მოციქულო, საქართველოს წარმოჩინება მინდოდა თავისი კულტურითო, მაგ სატანიზმს კულტურას ეძახი და მართლაც წარმოსაჩენს და საამაყოს ჩვენი ქვეყნისას სხვას ვერაფერს ვერ ხედავ, თუ ეს არის შენთვის კულტურაც და ცხოვრების არსიც ავადმყოფებო , მაგ მსახიობებს ხომ გაუმრუდეთ ცხოვრების გზა, ახლა ქართველ ახალგაზრდებსაც გინდათ იგივე გაუკეთოთ

    ?//////   (08.11.2019)
    ე. ი. ვცხოვრობთ ბნელ დროში და ამ ფილმის ნახვის შემდეგ გადავალთ ნათელში, სადაც ყოველგვარი ზღვარი წაშლილია. არ გვინდა უმრავლესობას ბატონო ასეთი ნათელი და უმსგავსობის პროპაგანდა. დაეტიეთ თქვენ ჩარჩოებში.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×