სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    08.11.2019

    (რეზონანსი) აი, ახლა თვალებში ვუყურებ და მინდა ვუთხრა, რომ ვერ შეგვაშინებს ვერაფრით, ვერ გაგვაჩერებს, ვერ გააჩერებს იმ ნებას, რომელიც საქართველოს შეცვლის უკეთესობისკენ, - ასე მიმართა „თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილს, ჟურნალისტებთან საუბრისას, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მისი საქმის არსებითი განხილვა უნდა დაწყებულიყო.

    ხაზარაძის თქმით, ივანიშვილს და „ოცნებას" მათი ეშინია.

    „ერთი საკითხი მინდა გამოვყო. ეს ეხება პირადად ბიძინა ივანიშვილს და მის „ოცნებას", რომელსაც ძალიან ეშინია ძალაუფლების დაკარგვის, ეშინია პირადად ჩვენი, ეშინია იმ ამომრჩევლის, რომელსაც ამოუვიდა ყელში ის მდგომარეობა, რაც საქართველოშია შექმნილი. ის ყველანაირი მეთოდით ცდილობს, რომ შეგვაჩეროს ან დაგვაშინოს ან რამე ზომები მიიღოს.

    მე მინდა მას პირდაპირ ვუთხრა: აი, ახლა თვალებში ვუყურებ და ვეუბნები, რომ ვერც შეგვაშინებს ვერაფრით, ვერ გაგვაჩერებს, ვერ გააჩერებს იმ ნებას, რომელიც საქართველოს შეცვლის უკეთესობისკენ, ვერ შეაჩერებს იმ ნებას, რომლითაც ეს მახინჯი სისტემა, რომელიც მარიხუანას ბიზნესგეგმებზე, ახლა კიდევ სხვა რაღაც ბიზნესგეგმებზე გაქვთ თავში ჩადებული... ეს ქვეყანა არ არის თქვენი ღირსი და თქვენნაირი მმართველობის ღირსი და მე გპირდებით და ამას გავიმეორებ სულ, იმ უამრავ ადამიანთან ერთად, რომელიც ჩვენ გვიერთდება - ამ რეალობას შევცვლით, შევცვლით უკეთესობისკენ, თქვენ გაგიშვებთ პოლიტიკურ, ძალიან დიდ, გრძელვადიან შვებულებაში თქვენ თანამოაზრეებთან ერთად", - განაცხადა ხაზარაძემ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    კალია   (08.11.2019)
    შურსძიება გამოზრავებს მხოლოდ, მეტი არაფერი

    ????   (08.11.2019)
    შენ თუ მოხვალ ხელისუფლებაში ააყვავებ ქვეყანას? თუ გაუბედურებულ ადამიანებს დაუბრუნებ იმას რაც წაართვი


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×